Saturday, October 1, 2016

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო-,გადაშენებული ორგანიზმები(დინოზავრები)ნამარხები",
ინტელის სასწავლო კურსით ვისწავლე თუ,როგორ უნდა დავგეგმო მოსწავლეზე ორიენტირებული პროექტი.რის შედეგადაც მოსწავლე სიღრმისეულად ჩაწვდება თემას,მოახდენს თვითრეგულაციას,აქტიურად გამოიყენებს საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს და გამოუმუშავდებათ 21-ე საუკუნის უნარები.

Sunday, September 25, 2016

მერვე დღე

მოცემული მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელის როლი.შევქმენი მოსწავლეთა მხარდამწერის შაბლონი.შევიტანე გეგმაში ცვლილებები.შევიტანე საპროექტო აქტივობები ნიჭიერი და სსსმ და არაქართულ ენოვანი მოსწავლეთა დიფერენცირებაზე დაყრდნობით.შევქმენი ფასილიტაციის ნიმუში იმისატვის,რომ გეზი მივცე მოსწავლეებს.

მეშვიდე დღე


მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით.მოსწავლეების სავარაუდო ნაშრომი შევუფასე მეწყვილეს პორტფოლიოს შეფასების რუბრიკის გამოყენებით.გავეცანი შეფასების რუბრიკებს,შევქმენი მოსწავლის შეფასების რუბრიკა.
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი-რუბრიკა

Saturday, September 17, 2016

მეხუთე დღე


ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი,რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლების პროცესში კერძოდ:დამეხმაროს კონკრეტული ინფორმაციის მოძიებაში,თანამშრომლობითი სწავლებაინფორმაციის გაზიარების მიზნით,ვისწავლეთ საავტორო უფლებების დაცვა,ბუკმარკის მეშვეობით საწირო საიტების ადვილად მოძიება.მადლობა ტრენერს დღევანდელი დღისთვის.

Wednesday, September 7, 2016

მეოთხე დღე

ეს მოდული დამეხმარა,გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით:საჭიროებების დადგენაში,პროგრესის მონიტორინგში,როგორ თანამშრომლობენ მოსწავლეები ჯგუფებში, რამდენად გაიაზრეს შესწავლილი თემა და როგორ გაიგეს.
პროექტის პრეზენტაცია დამეხმარება კოლეგების ინფორმირებისათვის.

Tuesday, September 6, 2016

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების,მიმართულებების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.შერჩეული კითხვები მოსწავლეებს დაეხმარებათ  პროექტის გააზრებაში.

Saturday, September 3, 2016

მეორე დღე

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.პროექტის დაგეგმარება წინასწარ,ამ მეთოდით მოსწავლეებს ვუვითარებთ მაღალ სააზროვნო უნარებს,ასევე უვითარებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.